მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუისპირის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტში ''უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება''. ადგილზე ჩატარდა სიმულაცია, რომლის თემა იყო ''მიწისძვრა''.
პროექტის კოორდინატორმა გიორგი მიჩილაშვილმა პროექტში მონაწილე VIII და IX კლასის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა თემაზე - მიწისძვრის დროს ევაკუაციისა და გადაუდებელი დახმარების განხორციელების წესების შესახებ. ხოლო შემდეგ მათივე მონაწილეობით განახორციელა აღნიშნული სიმულაცია.
მოსწავლეები ევაკუაციის პროცესს გაეცნენ და დაზარალებული ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესიც თავიანთი თვალით ნახეს.
პროექტის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს ხელშეწყობისათვის და პროექტში მონაწილეობისათვის.
''მოსწავლეები ხალისიანად იყვნენ ჩართულები ტრენინგ-კოორდინატორების მიერ ორგანიზებულ პროექტში. სკოლასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.