მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის რესურსცენტრის წარმომადგენელი ბუთხუზი წულაია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.
ჩემპიონატის დასასრულს, პირველ სამ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა „ეტალონის“ ლოგოიანი ტორტი გაჭრეს.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“ იოსებ პერტაიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ნოღის საჯარო სკოლასაც გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.
ასევე იხილეთ:
მარტვილის მოსწავლეთა საყურადღებოდ
მარტვილის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია
„მოსწავლეები ტესტირების საკითხებს დღემდე განიხილავენ“ - მარტვილში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება