მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში, ფესტივალში „ზედაშე“ მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ფესტივალის მონაწილეები - ანა მეტრეველი, ნინო ჯავარაშვილი და გივი ლელაძე დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეები ფესიტვალში კლასის ხელმძღვანელის მარინე იმერლიშვილის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარადი ვეფხვიაშვილის ორაგნიზებით მონაწილეობდნენ.
„ილიაობის დღესასწაული საზეიმო პარაკლისით დაიწყო. ილიას მარანში ილიას სახელზე დაწურული ღვინის ქვევრი გახსნეს. ისმოდა ხალხური „მრავალჟამიერი“ და „წინწყარი“.
თელავის თეატრის მსახიობებმა ილიას ნაწარმოების პერსონაჟები განასახიერეს. ილიას ეზოში ქართული სული, ეროვნული გული და დიდი სიყვარული მოყვასისა ტრიალებდა“,- ნათქვამია ჭიკაანის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ