სიახლეები
სიახლეები

„izrune.ge ქვეყნის საზღვრებს გარეთაც შეგვიძლია თან გვყავდეს“ - იზრუნეს აქტიური წევრები საფრანგეთიდან
13-11-2019
-
+


10 წლის ილია და 7 წლის მარიამ ბუაძეები izrune.ge-ში საფრანგეთიდან არიან ჩართულები. უკვე 1 წელია ქალაქ ლე მანსში ცხოვრობენ, თუმცა საქართველოდან წასვლას მათთვის izrune.ge-ში აქტიურობისთვის ხელი არ შეუშლია.

ილია izrune.ge-ში 2017 წლიდანაა ჩართული. ის მაშინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მარიამი კი პორტალს წელს შეუერთდა.

izrune.ge-მ გადაწყვიტა საფრანგეთში მცხოვრები აქტიური მოსწავლეები და მათი მზრუნველი დედა გაგაცნოთ.

ილია ბუაძე საფრანგეთიდან:

„მე ძალიან მომწონს და მიხარია izrune.ge-ში რომ ვართ ჩართული. ძალიან კარგი, სააზროვნო საიტია. სულ მოუთმენლად ველოდები ყოველ ხუთშაბათს და ტესტებს სიხარულით ვაკეთებ. მიხარია, რომ არსებობთ. მე მიყვარს izrune.ge.“

მარიამ ბუაძე საფრანგეთიდან: 

„მე მიყვარს izrune.ge. ყოველ ხუთშაბათს ველოდები, რათა ქართულად ბევრი ვისწავლო. შეკითხვები ძალიან მომწონს და მიხარია, რომ izrune.ge-ს წევრი ვარ“.
ცირა კვიტანძე, მარიამის და ილიას დედა:

- ქალბატონო ცირა, როგორ დაიწყო თქვენი და თქვენი შვილების izrune.ge-სთან ურთიერთობა?

- საქართველოში სამტრედიაში ვცხოვრობდით. ბავშვები სკოლაში სოფელ ეწერში დადიოდნენ. აქედან დაიწყო ჩვენი izrune.ge-სთან ურთიერთობა. პორტალზე ჩართულობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი შვილები ძალიან აქტიურები არიან. საქართველოში ცხოვრების დროს სხვადასხვა კონკურსში მუდმივად მონაწილეობდნენ.  izrune.ge-მ ბოლომდე გვიერთგულა და საზღვრებს გარეთაც შეგვიძლია თან გვყავდეს.  

- თქვენი შვილები ახლა სად სწავლობენ და რით არიან დაკავებულები?

- აქ, საფრანგეთში, école maternelle gerard pilippe-ში სწავლობენ. მარიამი არის CP1 კლასში და ილია CM2 კლასში. ბავშვები რაგბიზე, ხატვაზე და ცურვაზე დადიან. ტესტირების დღეებში საყვარელ izrune.ge-ს შეკითხვებს პასუხობენ. პორტალი ძალიან მოსწონთ და უყვართ. უამრავი დიპლომი აქვთ მიღებული. არცერთი თვის ხუთშაბათს არ ვტოვებთ. ჩვენს ოჯახში ხუთშაბათი დიდი დღეა და ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი სიხარულით აღსავსე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“.

- ტესტირების პროცესში თქვენ რამდენად აქტიურად ხართ ჩართული?

- დიდ ყურადღებას ვაქცევ ტესტირებას როგორ ართმევენ თავს. როცა რაიმე კითხვას ვერ იგებენ, მე ვუხსნი. ასევე საჭირო ინფორმაციის მოძიებაშიც ვეხმარები.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაქვთ მსგავს პორტალზე წვდომა?

- სამწუხაროდ, საფრანგეთში ქართულის წიგნები არ გვაქვს. ბავშვები სკოლიდან რომ ბრუნდებიან, მათთვის ქართული ენის სამეცადინო წყაროა izrune.ge.  ფაქტობრივად, izrune.ge-ზე ვართ დამოკიდებული. ყოველ ტესტირებას აქტიურად გავდივართ და ბევრ რამეს ვსწავლობთ.

- რამდენად საინტერესოა თქვენთვის izrune.ge ?

-  ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, izrune.ge ძალიან საინტერესო საიტია. იგი მოსწავლეთა განვითარებას ძალიან უწყობს ხელს და ეს მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ შეკითხვები ერთფეროვანი არ არის. ბავშვები ცოდნას სხვადასხვა სფეროდან იღებენ. მაგალითად, ტესტებით ბუნებასაც სწავლობენ და მათემატიკასაც. ტესტირებით ბავშვები დამოუკიდებლობას ეჩვევიან. ასევე არჩევანის გაკეთების უნარი უვითარდებათ. პორტალი მათი ცოდნის წარმოჩენას უწყობს ხელს.

izrune.ge-ს მთელს გუნდს მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ. ნამდვილად სასიხარულოა, რომ მსგავსი ტესტირების გავლა ონლაინ შეიძლება და ამის საშუალება ქვეყნის გარეთ მყოფ ქართველებსაც გვაქვს.

ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში ჩართულ ყველა მოსწავლეს, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ, ტესტირების გავლა თავისუფლად შეუძლიათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება