მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ნოემბერს დაწყებულ პროგრამაზე „ეროვნული სკოლა“ სწავლება 3 კვირას გრძელდება. კურსის გავლის შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლებში დასაქმების საშუალება მიეცემათ.
მასწავლებლის სახლის უფასო მომზადების პროგრამით სწავლებას გადიან როგორც ის აპლიკანტები, რომლებმაც საგნის კომპეტენციის გამოცდაზე 40%-იანი ბარიერი გადალახეს (60%-იანი ზღვარის ნაცვლად), ასევე, ის პირები, ვისაც საგნის კომპეტენციის გამოცდა ჯერ არ ჩაუბარებია. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლაში მაძიებლის სტატუსით შესვლა ამ ორივე კატეგორიის აპლიკანტებს შეეძლებათ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, „ეროვნული სკოლის“ პროგრამით სწავლება 3 კვირის ნაცვლად, 2 თვეს, წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო.
„თითოეულ საგანს აქვს თავისი დატვირთვის საათები და არის განსხვავებული. ქიმიის საათობრივი დატვირთვა არის სხვა, სამოქალაქო განათლების საათები არის სხვა, ქართული ენისა და ლიტერატურის კიდევ სხვა და ასე - სირთულიდან გამომდინარე“, - განმარტავს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მიზნობრივი პროგრამა გაზაფხულზეც განახლდეს.
როგორც ცნობილია, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვერ შეიცვლის სტატუსს, მას დროებით ხელშეკრულებაზე გადასვლა, ან სკოლიდან წასვლა მოუწევს. შესაბამისად, თუ მცირეკონტიგენტიან სკოლებს კადრების დეფიციტი შეექმნებათ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ საჭიროება ისევ იქნება.
ცნობისთვის, უფასო პროგრამა ამ ეტაპზე 1 750 მონაწილეს ითვლის, საიდანაც 737 მოქმედი მასწავლებელია. მომავალი პედაგოგების ტრენინგები დღეში 4-6 საათს გრძელდება. საერთო ჯამში, კურსის სწავლება 30-45 საათისგან შედგება. მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები 12 ქალაქში ტარდება, კვირაში სამჯერ - პარასკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს უძღვებიან კვალიფიციური ტრენერები.
ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა