სიახლეები
სიახლეები

როგორი იყო მიხეილ ჩხენკელის ხედვა განათლების მინისტრობის დროს?
13-11-2019
-
+


მიხეილ ჩხენკელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დღეს მეორედ დაინიშნა. მან ეს პოსტი პირველად, სწორედ 13 ნოემბერს, 2017 წელს დაიკავა და თანამდებობაზე 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

მინისტრობის პერიოდში, ჩხენკელმა მასშტაბური პრეზენტაცია გამართა, რომელიც განათლებაში გასატარებელ რეფორმებს მოიაზრებდა. რა ცვლილებების განხორციელება სურდა მინისტრს 2017 წლიდან და მინისტრის მაშინდელი ხედვა - etaloni.ge გთავაზობთ, ჩხენკელის მიერ დაწყებულ ცვლილებებს. 

მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება – სამინისტრო უზრუნველყოფს პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიული ცოდნის ამაღლებას. სპეციალური ტრენინგების საშუალებით, ისინი ეუფლებიან სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.

მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – გრიფირების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის დახვეწას. როგორც შინაარსი, ასევე წონა, მორგებულია მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე.

სისტემის განვითარება – ზოგადი განათლების სისტემის შეფასება ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ, რაც გულისხმობს ეროვნული მოდელის და ფინური საგანმანათლებლო სივრცის ელემენტების შერწყმას.

მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება – პროექტ „ევრიკას“ ფარგლებში, დარგის სპეციალისტებისა და წამყვანი მეცნიერების მიერ სხვადასხვა საგანში არასტანდარტული, სახალისო გაკვეთილების ჩატარება. ეს მოზარდებს შემოქმედებით ინტერესს უღვიძებს და საუნივერსიტეტო სივრცეს სკოლებთან ახლოს მიიყვანს.

ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში – Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტის MinecraftEducationEdition სკოლებში დანერგვა. თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა პედაგოგების მიერ გარკვეული საგნების სწავლების დროს, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე – ახალი სკოლების აშენება და არსებულების რეაბილიტაცია. ეს გულისხმობს სოფლის სკოლების გარდაქმნას  საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს აერთიანებს.

უმაღლესი პროფესიული განათლება – პროფესიული კოლეჯების უნივერსიტეტებში დაფუძნება, როცა სტუდენტები სარგებლობენ  ყველა იმ უპირატესობით, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს.

დასაქმებაზე ორიენტაცია – კოლეჯების კერძო კომპანიების ბაზაზე შექმნა, საუკეთესო სტუდენტებისთვის კი ამავე კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

სწავლების ინტერნაციონალიზაცია – სამინისტროს თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ სასწავლებლებთან. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა, რაც ავითარებს აკადემიურ პროგრამებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე აჰყავს.

უნივერსიტეტების განვითარების ხელშეწყობა – სამინისტროს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, ინტენსიურად მუშაობს დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას.

მეცნიერების მხარდაჭერა – საგრანტო კონკურსები, როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებში. თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან Horizon2020, CostAction, AcademiaEuropea, Cern, რაც ქართველ მეცნიერებს ხელს უწყობს საერთაშორისო დონის კვლევები, უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოონ.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა – სამინისტრო ხელს შეუწყობს სეზონური სამეცნიერო სკოლების ფუნქციონირებას; იზრდება ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე. ბანაკების ინტერნაციონალიზაცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას.

გააგრძელებს თუ არა მეორედ დანიშნული მინისტრი 2 წლის შემდეგ, მაშინ დაწყებულ და დაგეგმილ პროექტებს დრო გვიჩვენებს. 

იხილეთ ასევე: განათლების მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება