მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი საპენსიო ასაკის პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს.
„ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში უჩვეულო აქტივობისათვის შეიკრიბნენ პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. ისინი შეხვედრა-გაცილებას უწყობდნენ პენსიაზე გასულ პედაგოგებს.
დამსწრეთ სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა თინათინ ბეჟაშვილმა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს მათი საყვარელი პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილები, წარმატებები, რასაც ერთობლივად აღწევდნენ. მგრძნობიარე იყო ვიდეოკოლაჟი, რამაც ურთიერთობის დღეები გაახსენათ.
ღვაწლმოსილი პედაგოგები - მეთოდე ხუჟაძე 63 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ცისანა სულამანიძე - 51 წელი, თამარ აბესაძე კი - 46 წელი. საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთა მისალმება და საგანგებოდ გამართული კონცერტი.
დასასრულს სიტყვებით გამოვიდნენ პენსიონერი პედაგოგები, რომელთა თვალებშიც სკოლასთან განშორების ფარული სევდისა და მათი ღვაწლის დაფასების სამადლობელი კმაყოფილების გამომსახველი ჩუმი ცრემლი კიაფობდა“,-ნათქვამია ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ