მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს პოლიცია ეძებს. გაუჩინარებამდე გოგონა მასწავლებელს გაკვეთილიდან გაეთავისუფლა.
აღნიშნულ ინფორმაციას etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი დარეჯან კანანაძე ადასტურებს.
„4 გაკვეთილის შემდგომ დაეთხოვა მასწავლებელს, უთხრა, რომ მუცელი სტკიოდა, ცუდად იყო და გათავისუფლება სთხოვა. მეხუთე და მეექვსე გაკვეთილს არ დასწრებია, შესაბამისად დაფიქსირებული აქვს არებიც.
დაახლოებით 4-ის ნახევარზე მე ქუჩაში შემომხვდა მოსწავლის დედა და მკითხა, რაიმე ხომ არ ვიცოდი, რადგან გოგონა სახლში არ იყო მისული. სწორედ მაშინ გავიგე ფაქტის შესახებ.
თამამი ბავშვია, თუმცა როგორც დამრიგებელი ამბობს, ისეთი მოსწავლე არ არის, რომელიც რამეს მოატყუებდა. სხვა დროსაც ყოფილა მოსწავლის გაკვეთილიდან დათხოვნის ფატი, რაც მშობლისთვისაც შეუტყობინებია მასწავლებელს და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მოსწავლე ტყუილში რომ ყოფილიყო შემჩნეული, არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვებდა გაკვეთილიდან“, - განაცხადა დარეჯან კანანაძემ.
სოფელ შილდაში დაკარგული 15 წლის გოგონა ბოლოს ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. საქმეს ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა