მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს რუსთავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო აქტივიზმისა და მონაწილეობის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი პროექტის ფარგლებში - „ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის“ - გაიმართა, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ახალგაზრდებმა, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანის“ უფროსკლასელებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ამასთან, სამოქალაქო აქტივიზმისა და თანამონაწილეობისთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ