მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, აბაშის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, აბაშის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, „ეტალონის“ თანამოაზრე შალვა ჯღარკავა, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ საბა სამუშიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ მარანის საჯარო სკოლასაც გადაეცა.
აბაშის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივით, ყოველი წლის გამარჯვებული „ეტალონი მოსწავლის“ ფოტოები რესურსცენტრში სპეციალურ დაფაზე განთავსდება. ხოლო მერია პირველ ცხრა ადგილზე გასულ მოსწავლეებს სპეციალურ პრიზებს უწესებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.
ასევე იხილეთ:
აბაშის მოსწავლეთა საყურადღებოდ
აბაშის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია
„ეტალონი“ ყოველთვის პირველი იყო“ - აბაშაში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა