სიახლეები
სიახლეები

განათლების ახალმა მინისტრმა პირველი დავალება მიიღო - როგორ ხსნის პრემიერ-მინისტრი მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას?
14-11-2019
-
+


განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნების შესახებ განმარტება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, თანამდებობაზე დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იგი ჩართული იყო განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე, როგორც მისი მომზადების, ისე განხორციელების პროცესში.

„მან ზედმიწევნით იცის, ბოლო წლების განმავლობაში რა ხდებოდა განათლების სამინისტროში, როგორ ხდებოდა რეფორმის მომზადება და განხორციელება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამ და მის სხვა ღირსებებთან ერთად მინისტრი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც დღეს მიმდინარეობს განათლების სისტემაში, ძალიან წარმატებულად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა ყოფილ მრჩეველს პირველი დავალებაც მისცა და მინისტრს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პროფესიულ განათლებას.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა,  რათა შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში, აღმოიფხვრას ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს შრომის ბაზარზე. მინდა, ვთხოვო, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს“, -  მიმართა ახლად დანიშნულ მინისტრს გახარიამ.

ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე მეორედ გუშინ დაინიშნა. მანამდე, მინისტრობის თანამდებობას 2017-2018 წლებშიც, 8 თვის განმავლობაში იკავებდა, შემდგომ კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება