მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეიდან საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის ჯილდოს აღების მეორე ეტაპი იწყება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, ეს გახლავთ ძალზედ წარმატებული ეტაპი, რომლის პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 6450-მა პედაგოგმა“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეორე ეტაპისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს და ის 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, ამისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს და მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების შემოსვლას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, ის რაც დაწყებული იყო იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად გაგრძელდება უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში“, - განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე:
საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებიც პროფესიიდან გავიდნენ, სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა