სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში, ქვეყნის მასშტაბითაც ძალიან პოპულარულია“ - მარტვილმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
14-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის რესურსცენტრის წარმომადგენელი ბუთხუზი წულაია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ მოიპოვა.


დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია გამარჯვებულს განსაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლედ ახასიათებს:

„ლუკა ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა. იმპულსური არ არის. როდესაც შეკითხვებს უსვამენ, ფიქრობს და მხოლოდ მას შემდეგ პასუხობს, როცა საკუთარ თავში დარწმუნებულია. ეს მისი გამოკვეთილი თვისებაა. გარდა ამისა, ძალიან კორექტულია. მოსწავლე, რომელიც კარგად სწავლობს, ბუნებრივია, კარგი ქცევითაც გამოირჩევა. ლუკას ბებია მასწავლებელი იყო, დედაც მასწავლებელია და შეიძლება ითქვას, მისი გამარჯვება ლოგიკურია. ლუკა სპორტშიც გამოირჩევა. მაგალითად, ფეხბურთს კარგად თამაშობს.

პროგნოზის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ  ლუკა ძალიან ჭკვიანი, შრომისმოყვარე ბავშვია და ბევრს კითხულობს. მესამე ეტაპისთვის მოვემზადებით. ლუკას, მის მშობლებს და დამრიგებელს გავესაუბრები, რომ ლუკას ინტერესების გათვალისწინებით, სათანადო ღონისძიებები ერთობლივად დავსახოთ.

„ეტალონი“ არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ძალიან პოპულარულია. ჩვენ ასეთი ღონისძიებებისთვის ყოველთვის ენთუზიაზმით ვემზადებით.  ჩვენი სკოლისთვის „ეტალონთან“ თანამშრომლობა ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ინტელექტ-ჩემპიონატის კუთხით არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო მეტი მოსამზადებელი სამუშაოს საჭიროებაც გამოიკვეთოს“. 

„მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ ამბობს, რომ გამარჯვება ძალიან ემოციური იყო. ლუკა ნაჭყებია სხვა მონაწილეებს რჩევებსაც უზიარებს: 

„ეტალონი“ გამარჯვება ჩემთვის ემოციური იყო, რადგან მუნიციპალურ ჩემპიონატზე პირველად გავედი. კონკურსს თან ნერვიულობა ახლდა, თუმცა რომ მოვიგე მერე ნერვიულობაც გაქრა. „ეტალონისთვის“ დამოუკიდებლად ვემზადებოდი, წიგნებსა და გაზეთებს ვკითხულობდი.

ძალიან კარგი შეკითხვები იყო. ვფიქრობ, საშუალო სირთულის. თუ მოემზადები რთული არა რის. შეკითხვების უმეტესობა სკოლის მასალიდან იყო და მათზე პასუხები შეიძლება  ბევრ მოსწავლეს ჰქონოდა.

მე ყველა მოსწავლეს წარმატება ვუსურვე. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ინერვიულონ, რომ არ გაუჭირდეთ. თუ ინერვიულებენ, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და კარგი იქნება ტელევიზიით თუ დაბრუნდება“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა“.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ასევე: 

გთავაზობთ მარტვილის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

მარტვილის მოსწავლეთა საყურადღებოდ

მარტვილის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„მოსწავლეები ტესტირების საკითხებს დღემდე განიხილავენ“ - მარტვილში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

იხილეთ ფოტოები

სრული ფოტოკოლაჟის სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

ღონისძიებამ დიდი მოწონება და ემოციური გამოხმაურება დაიმსახურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება