მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაცია 2019 წლის 14 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გაცემა კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე, დასკვნითი ეტაპი დღეს დაიწყო.
„პენსიონერ პედაგოგებს, რომელთაც არ აუმაღლებიათ სტატუსი, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე, მეორედ აქვთ ორი წლის ჯამური ანაზღაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ამით, რეფორმის ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემას გულისხმობს, სრულდება. თუმცა პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების მიმართულებით რეფორმა გრძელდება, რაც გულისხმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა