სიახლეები
საინტერესო , რჩევები

შესაძლებელია თუ არა, გავუღიმოთ ყველას? - პასუხიც აქვეა - შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს? - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
17-05-2018
-
+


''შესაძლებელია თუ არა, გავუღიმოთ ყველას? - პასუხიც აქვეა - შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს? აი, ზოგადად, რომ გიყვარს იმ ადამიანს გაუღიმე იმ პეტრეში და თუ ამასაც ვერ ახერხებ, შენს თავს გაუღიმე მასში.'' - აღნიშნულის შესახებ ფსიოლოგმა ნანა ჩაჩუამ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

''ხშირად იციან თქმა: მე ფარისეველი კი არა ვარ, თუ ადამიანი არ მომწონს, იმას გავუღიმო. შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს. აი, ზოგადად რომ გიყვარს, იმ ადამიანს გაუღიმე იმ პეტრეში. შენ გახსოვს, რომ ძალიან ცუდად მოგექცა, შენზე რაღაცა თქვა და ამიტომ, დიახაც, ამბობ: - მე რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი. ვინ გითხრა, რომ არ უნდა გადადგა, შენ ეუბნები ამას შენს თავს. აი, როდესაც გამარჯობას ეტყვი, გაუღიმებ და შეიძლება დაგიბრუნოს გამარჯობა და დავუშვათ, ასე თქვა: - რას მეუბნობოდა ეს გამარჯობას, შენ ხარ ამ დროს კარგად. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ იყო კარგად. არასდროს არა ხარ კარგად, როდესაც ვინმეს მიმართ ნეგატიურად ხარ განწყობილი. არასოდეს, არცერთმა ადამიანმა არ თქვას, რომ თუ ვინმეს მიმართ აქვს რაიმე ნეგატიური, აგრესიული, ანგარიშსწორების განწყობილება, რომ ის თვითონ კარგად არის. ის შინაგანად არასოდეს არ არის კარგად. შეიძლება მხიარულობდეს, იცინოდეს, მაგრამ შინაგანად მაინც არ არის კარგად. შეიძლება ის კონკრეტული ადამიანი თავისი ქცევიდან გამომდინარე არც ელოდებოდეს შენგან ამ კეთილგანწობილებას, მაგრამ მასში ელაპარაკე იმ ზოგად ადამიანს, რომელიც შენ გიყვარს. შენს თავს ელაპარაკე ბოლოსდაბოლოს მასში. შენ მიესალმე მასში შენს საკუთარ თავს, შენს საკუთარ მეს. ყოველი ადამიანი, მეორე ადამიანთან მიმართებაში მხოლოდ თავის თავს ამჟღავნებს.'' 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის“

 

 

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
 
 
გაკვეთილზე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები მსოფლიოში არსებულ არატრადიციულ სკოლებზე
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება