ლანჩხუთის N1 სკოლაში ჩატარებული ლიტერატურული კომპოზიცია მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა
29-05-2017
დაკოპირებულია
-
+
ლანჩხუთის N1 სკოლაში მეხუთეკლასელებმა ''ვეფხისტყაოსანს'' ღონისძიება მიუძღვნეს.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მე-12 საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ძლიერებამ განსაზღვრა ხელოვნებისა და მეცნიერების წინსვლა:
''ამ ეპოქამ შექმნა უკვდავი ''ვეფხისტყაოსანი'', რომელმაც წინ წამოსწია ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების მაღალი მისია. ქართველმა ერმა ქართული ისტორიის დედაბოძად აქცია ''ვეფხისტყაოსანი'' და როგორც ''სვეტი ნათელი'', იგი მარად იბრწყინებს ქართული გენისა და ჯიშის სადიდებლად. სწორედ ამ სიბრძნეს უძღვნეს ღონისძიება მე-5 კლასელებმა, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ სცენური მანერებით, გამართული და შთამბეჭდავი მეტყველებით,ტექსტების სიღრმისეული ცოდნით, თავდაჯერებულობით.''
ლიტერატურული კომპოზიციით, რომელიც მეხუთეკლასელებთან ერთად, მათმა დამრიგებელმა ლელა ხელაძემ მოამზადა, დარბაზში დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა.
''ეს იყო ,,გაკვეთილი'', რომელიც მთელი ცხოვრება არ დაავიწყდებათ ამ ლამაზ და ჭკვიან გოგო-ბიჭებს.'' - აღნიშნა დამრიგებელმა, ლელა ხელაძე.