სიახლეები
ეტალონი

აბაშის „ეტალონი მოსწავლე“ მერვეკლასელი გახდა - „წყემის სკოლისთვის ანას გამარჯვება დიდი მოტივაციაა“
18-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით აბაშის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, აბაშის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, „ეტალონის“ თანამოაზრე შალვა ჯღარკავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები მანანა ჯღარკავა და ნათია იობაია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

„აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული წყემის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ ანა შაფათავამ მოიპოვა.


აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი ამბობს, რომ „ეტალონში“ ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა და ხარისხობრივი მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება:

„ეტალონის“ პირველი ეტაპი სკოლებში დიდი აღმავლობით ჩატარდა. მასში მონაწილეობის სურვილი დაახლოებით 2000-მა ბავშვმა გამოთქვა.

მომდევნო ეტაპისთვის კარგი მოლოდინი გვაქვს. საოცარი ფაქტი დაფიქსირდა, მუნიციპალურ დონეზე მერვეკლასელმა გაიმარჯვა. სკოლის დირექტორს ვესაუბრე და ორი მასწავლებელია გამოყოფილი, რომ ანამ ინტენსიურად იმეცადინოს და დაახლოებით ის პროგრამა გაიაროს, საიდანაც შესაძლოა შეკითხვები მოვიდეს, რესპუბლიკურ ეტაპზე მერვეკლასელის მონაწილეობა ძალიან საპატიო რამაა.

„ეტალონი“ თავისი მდგრადობით გამოირჩევა. უკვე მერამდენე წელია პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა და ხარისხობრივი მაჩვენებელიც მატულობს. მოსწავლეები ცოდნას ამჟღავნებენ და ახალ ცოდნასაც იღებენ. ამ პროექტმა მთელი თაობები დაზარდა. საჯარო სკოლები „ეტალონის“ გუნდის გამოცდილებას იყენებენ. ვგულისხმობ, რომ სკოლებმა მშობლებთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კომუნიკაცია დაიწყეს. მადლობა „ეტალონს“, რომ ასეთი რაღაცებს მიგვანიშნა“.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ნათია იობაიას თქმით, შარშანდელთან შედარებით „ეტალონში“ მოსწავლეთა აქტიურობა გაიზარდა:

„ეტალონის“ მეორე ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილები ვართ. მოსწავლეთა აქტიურობა შარშანდელთან შედარებით ერთი-ორად მეტი იყო.  მიუხედავად იმისა, რომ ანა შაფათავა პატარაა, იმედი მაინც გვაქვს, რომ ფინალში გავა. კონკურენცია დიდი იქნება.

„ეტალონი“ გრანდიოზული პროექტია, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში წლებია ტარდება. ეს ცოდნის შეჯიბრებაა. ბავშვებს მოტივაცია ეძლევათ თავიანთი ცოდნა უფრო განავითარონ, იკითხონ, ინფორმაცია მოიძიონ. მისასალმებელია, რომ წლების განმავლობაში ასეთი პროექტი არსებობს და მომავალშიც გაგრძელდება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მანანა ჯღარკავა აღნიშნავს, რომ „ეტალონის“ მეორე ეტაპმა მაღალ დონეზე ჩაიარა:

„ეტალონის“ მუნიციპალურმა ტურმა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. აბაშაში „ეტალონი“ ცოდნის ზეიმია.  შესარჩევი ეტაპიც ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა. 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აბაშის „ეტალონი მოსწავლე“ საბაზო სკოლიდან მერვეკლასელი გახდა. ჩვენთვის სოფლის სკოლების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ანა შაფათავა საქართველოს მასშტაბით კონკურენციას ღირსეულად გაწევს.

ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონს“ ყოველთვის მხარს უჭერდა. მერმა, ბატონმა ლევან მაკალათიამ, პირველ ცხრა ადგილზე გასული მოსწავლეებისათვის სიმბოლური საჩუქრები დააწესა. მათ საინტერესო ქართული და უცხოური ლიტერატურა გადავეცით. წყემის საჯარო სკოლისთვის ანას გამარჯვება მოტივაციის მიმცემია. პედაგოგები ძალიან გახარებულები არიან. სკოლის „ეტალონის“ პედაგოგთან საუბარი უკვე გვქონდა და მან თქვა, რომ შემდეგი ეტაპისთვის განსაკუთრებით მოემზადებიან“.


აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის საჯარო სკოლის დირექტორი რუსიკო მუმლაძე ანა შაფათავას განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლედ ახასიათებს:

„ანა შაფათავა ძალიან აქტიური და განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეა. მუნიციპალური ტურისთვის მოსამზადებლად მასწავლებელები ცდილობდნენ მასთან ემუშავათ. რადგან ასეთი შედეგი აქვს, მომდევნო ეტაპისთვის განსაკუთრებულად მოვემზადებით. ამაში ყველა მასწავლებელი ჩაერთვება.

„ეტალონის“ მიმართ დადებითი დამოკიდებულება გვაქვს. ძალიან კარგი პროექტია. ყოველთვის მხარს ვუჭერდი და ახლაც ასე ვარ. ნეტავ, ასეთი პროექტი ბევრი იყოს“.

აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანა შაფათავა ამბობს, რომ „ეტალონში“ გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო:

„ეტალონში“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებით გაკვირვებული ვიყავი. არ მეგონა, ასეთი შედეგი თუ მექნებოდა. თამაშის შემდეგ გავიაზრე და მერე უფრო გამიხარდა. გამარჯვებას არ ველოდებოდი. მე რომ გამომაცხადეს, გაკვირვებული დავრჩი.

რადგან აბაშის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი და შემდეგ ეტაპზე გადავედი, კარგად უნდა მოვემზადო. მეცადინეობას დამოუკიდებლად ვცდი და თუ გამიჭირდება, დახმარებას მასწავლებლებს ვთხოვ. 

თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

თავისუფალ დროს ვხატავ.თვითნასწავლი ვარ. მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. პატარაობიდან ვხატავ და ჩემი ნახატების კოლექციაც მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ანა შაფათავამ „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ასევე:

გთავაზობთ აბაშის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

აბაშის მოსწავლეთა საყურადღებოდ

აბაშის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„ეტალონი“ ყოველთვის პირველი იყო“ - აბაშაში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

სკოლის მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი

სკოლაში სტუმარს მასპინძლობისა და საინტერესო საუბრისთვის დიდ მადლობას უხდიან
მათთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობა
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება