მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის დავით ლომიტაშვილის ხელმძღვანელობით, ცნობილ არქეოლოგთა ჯგუფი სტუმრობდა.
„სკოლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის სოფელ სარაქონის მოსწავლე - ახალგაზროდბას ემსახურება. ამ სოფელში აღმოჩნდა საინტერესო ნამარხი მასალა, რომელიც პალეონტოლოგების ინტერესის საგანია.
ადგილობრივი მკვიდრების რობერტ გეთიას და სკოლის დირექტორის მაცი ჯალაღონიას საკარმიდამო ეზოში აღმოჩენილ იქნა ვეშაპის მხრის და ხერხემლის ძვლის ფრაგმენტები, რომლის ასაკი სპეციალისტების აზრით 15 000 000 წელია.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ დათო ალანია და ნიკო მურღულია, რომლის ავტორობით გამოცემული ისტორიის სახელმძღვანელოთი ვსარგებლობთ.
ნიკო მურღულიამ სკოლაში სტუმრობისას მოსწავლეებს არქეოლოგიის როგორც მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით მინილექცია ჩაატარა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
დამშვიდობებისას სტუმრები დაგვპირდნენ, რომ სკოლის ბიბლიოთეკის ფონდს საინტერესო წიგნებით გაამდიდრებდნენ; ასევე გადმოგვეცა საშვი, რომლის საშუალებით ჩვენი მოსწავლეები ნოქალაქევის მუზეუში მიიღებენ სრულიად უფასო მომსახურებას, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.
ზუსტად ერთ თვეში მათ შეასრულეს დანაპირები და სკოლაში საჩუქრად საკმაოდ საინტერესო ისტორიული სახელმძღვანელოები ჩამოგვიტანეს, რისთვისაც გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ამ მართლაცდა ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ძალიან დიდ სამსახურს უწევენ არქეოლოგიის განვითარების საქმეს“,-ნათქვამია კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ