სიახლეები
სიახლეები

ალექსანდრე ჯეჯელავა გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის აწევის მიზეზებზე საუბრობს
29-05-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოსაშვებ გამოცდებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალში ე.წ. საატესტატო გამოცდების ბარიერი აიწევს. მინისტრის თქმით, ბარიერმა, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც აიწიოს.

"მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან - 80%, ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოჩაღები ვართ სამჯერ უფრო, ვიდრე გერმანელები, არ მგონია. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის. თქვენ თუ ნახავთ და ალბათ, გინახავთ ამ გამოცდების ამოცანები, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა და ერთ წელიწადშიც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა. მომავალში, მე ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი და უმაღლესი გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მაღალი უნდა იყოს.'' - აღნიშნა ალექსაბდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, გამოცდებზე ბარიერის აწევის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ ყველა ''ატესტატიანი'' უმაღლესში აბარებს და ამით საქართველოში უმუშევრობის დონე იზრდება. ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ, პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარებენ.

''რეფორმა სისტემას აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ანუ ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას, უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ანუ ახლა ეს ბავშვები ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და მერე იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ თქვენ, მე და დანარჩენებს. ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩაბარებენ და სკოლის ბოლო გამოცდებსაც შეძლებენ, რომ გადალახონ და ბედნიერადაც იცხოვრებენ'', - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

წყარო - ipn.ge


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება