მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციისა ექსპერტებისთვის შეხვედრები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებას საფუძვლად დაედო ევროპის დონეზე არსებული ორი ჩარჩო: ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის (2008/2017) და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (2005), ხოლო სწავლის სფეროების კლასიფიკატორს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი (ISCED)“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მომდევნო შეხვედრების განრიგის გათვალისწინებით:
20 ნოემბერი
22 ნოემბერი
23 ნოემბერი
25 ნოემბერი
27 ნოემბერი
შეხვედრის (ტრენინგის ჩატარების) ადგილი: სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მის: ქ. თბილისი, ალექსიძის №2. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე - 200 220 (შიდა 35 99) ან მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე - info@eqe.ge.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა