მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდა მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფის“ ინიციატივით „ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მათ შორის, მიქავას თემის N1 საჯარო სკოლა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში და ხელმძღვანელებისგან განსაკუთრებული ყურადღება და საჩუქრებიც დაიმსახურა.
„ეს ჩვენი შემოქმედი მოსწავლეებისა, აქტიური დირექტორისა გურანდა საჯაიას და ხელოვანი ზინა ფიფიას დამსახურება იყო....
ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს“, - ნათქვამია თემის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ