სიახლეები
სიახლეები

ხუთი ამბავი, რომელიც მიმდინარე კვირაში მოხდა და არ უნდა გამოგრჩეთ
17-11-2019
-
+


მიმდინარე კვირა საგანმანათლებლო სიახლეებით საკმაოდ დატვირთული იყო. Etaloni.ge კიდევ ერთხელ შეგახსნებთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც განათლებას შეეხება და არ უნდა გამოტოვოთ.

კვირის მთავარი ამბავი განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნება იყო.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე ის განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017-2018 წლებში კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მან თანამდებობა 2018 წლის 14 ივლისს დატოვა. მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველი დავალება ამ კვირაშივე მიიღო და პირველი განცხადებაც დავალების მიღების შემდეგ გააკეთა. ის მასწავლებლებს ანაზღაურების ზრდის გაგრძელებას დაპირდა, ხოლო პროფესიულ განათლებას კი მეტი ყურადღების მიქცევას.

  • 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მან თანამდებობის დატოვებაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები მომავალ წელს შემოდგომაზე აღარ გაიმართება. მისი თქმით, წელს, შემოდგომაზე, გამოცდის ჩატარებით სახელმწიფომ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა 2-ჯერ მისცა.

  • საპენსიო ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაცია 2019 წლის 14 ნოემბრიდან დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯილდოს გაცემის პროცესი კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. პენსიონერ პედაგოგებს, რომელთაც სტატუსი არ აუმაღლებიათ, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე, ორი წლის ჯამური ანაზღაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა მეორედ აქვთ.

  • 12 ნოემბრიდან გარე დაკვირვების გავლის მსურველი პირებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის ვადა, დღეს, 17 ნოემბერს, იწურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. რეგისტრაციის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება