მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისში ფრენბურთის ოლიმპიურ არენაზე სპორტულ-გასართობ შეჯიბრ „მხიარულ სტარტებში“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი - „არგონავტები“ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ შეჯიბრებაში გამარჯვებული - ბორჯომის N3 საჯარო სკოლის გუნდი შეხვდნენ.
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში წარმატება მოიპოვა.
სკოლის დირექცია ულოცავს წარმატებულ გუნდს გამარჯვებას.
„შეჯიბრების ორგანიზატორების მიერ საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად შეირჩა 6 თამაში: ძალის, სისწრაფის, მოქნილობის, სიზუსტის, გამძლეობის, სიმარჯვისა და სწრაფიკოორდინაციის უკეთ წარმოჩენის მიზნით. ამ ასპექტში ჩვენი გოგო-ბიჭები უფრო მომზადებულნი აღმოჩნდნენ. მათ ფინალური 6 თამაშიდან 5 თამაშში გამარჯვება მოიპოვეს და 18 ქულიანი სხვაობით სძლიეს ბორჯომელ თანატოლებს.
ჩემპიონ გუნდზე თასისა და ოქროს მედლების გადაცემის ცერემონიალი ემოციურ ფონზე წარიმართა. გამარჯვებულ გუნდს წარმატება პირველებმა ბორჯომელმა თანატოლებმა მიულოცეს. სიხარულს ვერ ფარავდნენ ჩვენი გუნდის თაყვანისმცემლები- პირველ რიგში, სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე, სპორტის პედაგოგები ნუკრი ბზიკაძე, ბესიკ ჯანელიძე, მონაწილეთა მშობლები და ახლობლები.
აი ისინიც ჩვენი ოქროს გოგო-ბიჭები: მარიამ აბუთიძე, ნინო ფერცულიანი, დები ნინი და მარი გოგოლაძეები, ანანო ორმოცაძე, სანდრა გაბუნია, გიორგი ტყეშელაშვილი, მალხაზ ლორია, ლუკა სარალიძე, გიორგი ბენდელიანი, ლევან ქათამაძე, თორნიკე ქაშაკაშვილი; პედაგოგები- გვანცა სანებლიძე, რამაზ ხუხუა; მშობლები ნათია გოდერიძე და ზურაბ კაპანაძე.
წინ მსოფლიო ჩემპიონატია-გამარჯვებებით გევლოთ“,- ნათქვამია ქუთაისის N40 საჯარო სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ