სიახლეები
სიახლეები

სკოლები, სადაც მასწავლებლებისთვის ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული
18-11-2019
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო და კერძო სკოლებს ვაკანტური ადგილები აქვთ, როგორც სხვადასხვა საგნისა და კლასის მასწავლებლებისა და მაძიებლებისთვის, ისე სპეციალური მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი არის 7 სკოლაში. etaloni.ge გთავაზობთ ამ სკოლების სიას:

სსიპ - აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა მათემატიკისა და სპეციალურ მასწავლებელს ეძებს;

შპს მზეკაბანი 2-ში გეოგრაფიისა და ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის აქვთ ადგილები;

შპს თამარისში  მათემატიკის, უცხოური ენის (ინგლისური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი;

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მუსიკის, სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ვაკანსიებია;

სსიპ თბილისის №172 საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებლის ვაკანტური ადგილებია;

სსიპ - დაბა მესტიის №3 საჯარო სკოლაში ისტორიისა და უცხოური ენის (რუსული) მასწავლებლების ვაკანსიებია გამოცხადებული;

სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში მათემატიკისა და სპეციალური მასწავლებლის ადგილებია თავისუფალი. 

ვაკანსიების სრული ჩამონათვალის სანახავად გადადით ბმულზე.

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით? - ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება