მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VIIბ კლასში დამრიგებელმა ნატალია თურქაძემ განახორციელა სასწავლო პროექტი სახელწოდებით „ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი“.
„პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ გალაკტიონის შესახებ, გააკეთონ მისი მემკვიდრეობის ანალიზი, მოემზადონ პოეტის სამყაროში სამოგზაუროდ, განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების კვლევისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.
პროექტი მიმდინარეობდა 3 კვირა. მოსწავლეებს დაევალათ გალაკტიონის შესახებ საინტერესო და ცნობილი ინფორმაციების მოძიება.
შედეგი: პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგეს გალაკტიონის შესახებ, წაიკითხეს პოეტის ლექსები, წერილები, გაეცნენ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ეწვივნენ გალაკტიონის სახლ-მუზეუმს, გადაიღეს ფოტოები, მოვაწყვეთ პოეზიის საღამო სახელწოდებით „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“.
ჩვენმა ნორჩმა მხატვარმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა პოეტისადმი სიყვარული გადმოსცა თავის ნახატში, მან შექმნა გალაკტიონის პორტრეტი, რომელიც გადაავეცით მუზეუმს.
მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევის უნარების გამომუშავებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ზოგადად, მოსწავლეთა პიროვნულ, მორალურ, სოციალურ და შემეცნებით-კულტურულ განვითარებას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
სკოლის წარმომადგენლის განმარტებით, სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის დრო თავის აღსაზრდელებთან. სადამრიგებლო საათი-ეს არის კლასის დამრიგებლის ორგანიზებული საქმიანობა, რომლის მიზანია მოსწავლეთა პიროვნული აღზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს !
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა
გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ