მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა კურსდამთავრებულებს გაბედნიერებას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, სკოლის დირექცია მოხარულია, რომ თორმეტმა ადამიანმა, წლების წინ, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კედლებში მომავალი ბედნიერება იპოვა.
„ადამიანის ბედნიერების კალენდარში უდიდესი ადგილი უკავია სკოლაში გატარებულ წლებს. სკოლის კედლებში იწყება ბავშვის სასწავლო, შემოქმედებითი და მეცნიერული მოღვაწეობა. სკოლა, რომელმაც ბევრი ბედნიერი დღე აჩუქა ჩვენს მოსწავლეებს, უკვე თორმეტი მათგანისთვის, ექვსი ბედნიერი წყვილისთვის ლამაზი ოჯახის შექმნის საფუძველი გახდა.
გილოცავთ ჩვენო ბავშვებო!
ლადო მესხიშვილი და სალომე კუბლაშვილი;
მურზა სექანია და სალომე ჩხეიძე;
საბა კიკვაძე და მერი კაჭარავა;
გიგა ჩადუნელი და თეა ბეგაშვილი;
ნიკა მზარელუა და სალომე ჯანაშია;
გიორგი ბოგვერაძე და ლალუკა გიორგაძე.
გაგვიმრავლდით! ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“-ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ