მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლემ სპორტულ შეჯიბრში წარმატება მოიპოვა.
ქუთაისში ჩატარდა შეჯიბრი „ქუთაისის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში“, სადაც, საქართველოს მასშტაბით, 12 გუნდი და 80 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ ტურში სადმელის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ანი მეტონიძე მონაწილეობდა, რომელმაც მინი კადეტებში პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულს სიგელი და ჯილდო გადაეცა. ანი მეტონიძის მწვრთნელი გივი თომაძეა.
სკოლა ულოცავს მოსწავლეს სპორტულ ღონისძიებაში მოპოვებულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ