მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი „ტოლერანტობა ჩემი სურვილია“.
„პროექტის ავტორთან და წამყვანთან - გიორგი ტერუნაშვილთან ერთად გეგმის შედგენასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლაში მომუშავე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებმა: ჯიმშერ კაპანაძემ, ხათუნა ხონელიძემ და ლანა დვალიშვილმა.
პროექტში აქტიურად ჩაერთო სპორტის მასწავლებელი ელგუჯა ხარძიანი. როგორც ტექნიკური, ისე ორგანიზაციული მხარდაჭერა გაგვიწია სკოლის დირექციამ.
პროექტ-გაკვეთილის ძირითადი მიზანი მულტიკულტურალიზმი და ინკლუზიური გარემოს შექმნის გზით განსხვავებულობის მიმღებლობის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ემპათიის წახალისება იყო. ჯგუფების პრეზენტაციებმა და შეჯამების ეტაპზე დასმულმა შეკითხვებმა ცხადყო, რომ მიზანი მიიღწეულია“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ