მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მარტვილის მუნიციპალიტეტში I ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლუკამ სასკოლო, შესარჩევ ტურშიც პირველი ადგილი მოიპოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლუკა წარჩინებული მოსწავლეა - ყველა სასკოლო სასწავლო საგანს 10 ქულაზე სწავლობს. ასევე სანიმუშოა ქცევის კუთხით.
მან ინტელექტ-ჩემპიონატში 87 ქულა აიღო და „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და მუდმივ წინსვლას ვუსურვებთ მომავალში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში გამარჯვებულმა „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ