მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეულში დაწყებითების კათედრა აქტიურად ჩაერთო.
IVა კლასში (დამრიგებელი ელისო მეტრეველი) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „მოგზაურობა და მოგზაურები“.
მოსწავლეებმა ცნობილ მოგზაურებზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მუსიკის ფონზე (პედაგოგი მაკა ჟორჟოლიანი) წარმოსახვით იმოგზაურეს საოცრებათა ქვეყანაში. მოეწყო ნახატების გამოფენა. გაკვეთილის დასრულების შემდეგ „განძის საძიებლად“ გადაინაცვლეს სკოლასთან ახლომდებარე ტყეში.
მოსწავლეებმა სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ იპოვეს განძი. ეს იყო ეგვიპტიდან ჩამოტანილი პაპირუსზე გამოსახული ნეფერტიტის გამოსახულება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო. მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ