სიახლეები
სიახლეები

izrune.ge-მ აჭარის გამორჩეული მოსწავლეები დააჯილდოვა
18-11-2019
-
+


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპეციალური პროექტის ფარგლებში,  2019 წლის ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში სრულად აფინანსებს აჭარის ა/რ სკოლების მოსწავლეებისთვის izrune.ge-ში ჩართულობას.

შაბათს, 16 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, პროექტის ფარგლებში დაჯილდოების პირველი ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები, თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, კლასის დამრიგებლები, პედაგოგები, მოსწავლეები, საგანმანათლებლო სფეროს ღირსეული წარმომადგენლები.



გამორჩეული ჩართულობისთვის და განსაკუთრებული შედეგებისთვის დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებიც ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან ერთად იყვნენ მოსული.

ღონისძიებაზე დამსწრეებმა მადლობა გადაუხადეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსწავლეთათვის izrune.ge-ს, როგორც მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო აქტივობის შეთავაზებისთვის და მოსწავლეების მაღალ დაინტერებაზე, მათი მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს და izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ის პროექტებიც გააცნო დამსწრეებს, რომელთა განხორციელებასაც დამატებით 2020 წელს სამინისტრო გეგმავს.


izrune.ge-ში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ:   

ხელვაჩაური - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ხათუნა დიდმანიძე

ჭარნალის საჯარო სკოლა - ნათია აბაშიძე, ალექსანდრე ცინცაძე 
ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლა - ირაკლი მახარაძე, ბექა ოსანაძე 
ახალსოფლის საჯარო სკოლა - თათია ბერიძე 
ჯოჭოს საჯარო სკოლა - ნინი მიქელაძე 
კირნათის საჯარო სკოლა - ვალენტინა კახაბერიძე 
მარადიდის საჯარო სკოლა - დავითი დიასამიძე 

ქობულეთი - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მადონა გოგიტიძე

ციხისძირის საჯარო სკოლა - ირაკლი ქაჯაია, თამთა სურმანიძე 
ლეღვას #2 საჯარო სკოლა - გიორგი ანანიძე 
აჭყვისთავის საჯარო სკოლა - ანდრია ამაღლობელი, ლანა გოგუაძე 
ქობულეთის #3 საჯარო სკოლა - გვანცა ბერიძე 
ბობოყვათის საჯარო სკოლა - ბექა ბერიძე 
ზედა სამების საჯარო სკოლა - თემური ხინიკაძე 


ბათუმი - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - გოჩა დავითაძე

#20 საჯარო სკოლა - ელენე კახაძე, გაბრიელ სიხარულიძე 
#4 საჯარო სკოლა - ელენიკო აფშილავა 
#14 საჯარო სკოლა - ნიკოლოზ ძნელაძე 
#6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა - მიხეილ ლორთქიფანიძე 
#1 საჯარო სკოლა - ელენე გოგუაძე 
#5 საჯარო სკოლა - თათია ფუტკარაძე 
#22 საჯარო სკოლა - ალინა ზაქარაძე 

ქედა - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - დურმიშხან შავიშვილი

ახოს #1 საჯარო სკოლა - ლიზი დუმბაძე, დიმა ბოლქვაძე 
კოკოტაურის საჯარო სკოლა - დავითი ბერიძე 
ძენწმანის საჯარო სკოლა - სესილი ცინცაძე 
დაბა ქედის საჯარო სკოლა - ლუკა ცინცაძე, მეგი შარაძე, ნინელი მახაჭაძე 
მერისის საჯარო სკოლა - მილენა თურმანიძე 


შუახევი - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ედუარდ გოგრაჭაძე

ოლადაურის საჯარო სკოლა - ლელა ფუტკარაძე 
დაბა შუახევის საჯარო სკოლა - მარი გუნდაძე, ბაჩანა პაქსაძე, ლიზა პაქსაძე
მახალაკიძეების საჯარო სკოლა - მაგდა ბერიძე 
ჭალის საჯარო სკოლა - ლიზი შარაშიძე 
დაბაძველის საჯარო სკოლა - ლუკა ზოიძე 
გომარდულის საჯარო სკოლა - მარიამ ქათამაძე 

ხულო - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ედუარდ მიქელაძე

ბოძაურის საჯარო სკოლა - ვახტანგი შავაძე, თამთა შანთაძე, ლუკა ხოზრევანიძე, ანრი შავაძე 
ღურტის საჯარო სკოლა - ლანა იაკობიძე 
ქედლების საჯარო სკოლა - მარიამ ქედელიძე 
თხილვანის საჯარო სკოლა - თორნიკე მიქელაძე 
ყიშლის საჯარო სკოლა - ნატო შაინიძე 


სრული ფოტო ალბომის სანახავად გადადით ბმულზე: ალბომი

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება