მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც სკოლა დატოვეს საზეიმო მიღება მოუწყო.
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, წითელი ხალიჩისა და სასიამოვნო მელოდიის ფონზე წარიმართა.
ღვაწლმოსილი პედაგოგები წითელ ხალიჩაზე, საზეიმო ვითარებაში ყვავილებით ხელში გაატარეს.
სტუმრებისა და მასპინძლების გარემოცვაში, ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიტყვით მიმართეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ტატუაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა-ბელა ტატუაშვილმა.
ქალაქის მერმა 80 წელს გადაცილებულ პედაგოგებს მადლობის სიგელებიც გადასცა.
ბელა ტატუაშვილმა, სიტყვის დასასრულს სცენაზე დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგი, ზურაბ მოდებაძე მოიხმო, რომელიც დამსახურებული მასწავლებლის სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიება მხატვრული კომპოზიციებით, ცეკვით და სიმღერით გაალამაზეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებმა და ხელმძღვანელებმა.
ღონისძიების დასასრულს, საზეიმო ვითარებაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელმა ტორტი გაჭრა და პედაგოგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა,რასაც მოჰყვა პედაგოგების დიდი ემოცია.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ