სიახლეები
სკოლები

ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასი izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი უკვე ორჯერ გახდა
19-11-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასი მიმდინარე სასწავლო წელს ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი უკვე 2- ჯერ გახდა.

„ჩვენი კლასი პირველი კლასიდანვე აქტიურად ჩაერთო izrune.ge-ს პროექტში. ყოველი ხუთშაბათი სასიამოვნო მოლოდინებით აღსავსე იყო, ბავშვები თავიანთ თავს მინი გამოცდას უწყობდნენ, ბედნიერები იყვნენ მიღწეული შედეგებით და ელოლიავებოდნენ შეჯამებელი ტესტირების დროს მიღებულ დიპლომებს. კლასში საპატიო კუთხეც კი მოვაწყვეთ. მოსწავლეები თავიანთი პაწაწა ხელებით აკრავდნენ კედელზე საკუთარი შრომით მოპოვებულ წარმატების დამადასტურებელ დიპლომებს. გაგვახალისა წამახალისებელი ტიტულების მინიჭების პროცესის დაწყებამაც. ჩვენი სკოლა იმ სკოლათა ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც სასწავლო წლის პირველი თვიდანვე ჰყავთ „სუპერ კლასები“.

2019-2020 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელები კი ჩვენ, ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორეკლასელებიც ვართ. კლასის 19 მოსწავლიდან ყველა მოსწავლე ჩართულია ამ გასაოცარ პროექტში. მოუთმენლად ველოდებით ნოემბრის შემაჯამებელ ტესტირებას. გვაქვს მზაობა იმისა, რომ ჩვენი დაუღალავი შრომით სასწავლო წლის „მომავლის კლასის“, ხოლო აქტიურ მშობლებს „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭოთ“,- ამბობს ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი შორენა გეწაძე, რომელიც ამავდროულად წევრია იმ შემოქმედებითი გუნდისა, რომელიც izrune.ge-ს  პროექტის მონაწილე ბავშვებისათვის სასწავლო ტესტებს ქმნის.

მისივე თქმით, Izrune.ge ტესტირების პროცესში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები.

Izrune.ge ტესტირების ერთ-ერთი საუკეთესო ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეები საკუთარი კლასის შესაბამისად, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინდივიდუალურ , მამოტივირებელ ტესტებს გადიან, რაც მომავალი თაობის განვითარებას ემსახურება. მოსწავლეები იმტკიცებენ პროგრამულ ცოდნას და თანდათანობით ეუფლებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესში ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები, ახალისებთ თავიანთი წარმატებები და მოუთმენლად ელიან ახალი კვირის დადგომას, რადგან ყველას წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა. ბავშვებთან ერთად ამ პროცესში სიამოვნებით არიან ჩართულები მათი მშობლები. ისინი თავიანთ პატარებთან ერთად ცდიან საკუთარ ცოდნას და განსაკუთრებით კმაყოფილებას გამოხატავენ მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მათმა პატარამ უკეთ იცის.

რადგან სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ფაქტორია, ამიტომაც არიან ისინი Izrune.ge-ს დიდი და მზრუნველი ოჯახის წევრები“, - აღნიშნავს შორენა გეწაძე.

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება