მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი „შემოდგომის სურათები“ ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი მარინე ბურდული ხელმძღვანელობდა.
„გუდაურში მზიანი შემოდგომაა, თუმცა ზამთრის მოახლოებაც იგრძნობა. მთის წვერები უკვე გაჭაღარავდა. „შემოდგომის სურათები“ - ასეთი იყო ქართული ენის ერთ-ერთი ხალისიანი და საინტერესო გაკვეთილის თემა, რომელიც მასწავლებელმა მარინე ბურდულმა მესამე კლასში ჩაატარა.
კლასში მოსწავლეებს შემოდგომის კუთხე აქვთ მოწყობილი. ისინი მხატვრულად და ხალისიანად ყვებიან შემოდგომის შესახებ, ახასიათებენ მას, პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს,
გაკვეთილზე გამოყენებულ ბევრ აქტივობას შორის ერთ-ერთი იყო ჯგუფებში მუშაობა. კლასი ორ ჯგუფად გაიყო და დაამზადეს აპლიკაციები თემებზე „ოქროსფერი შემოდგომა“ და „სევდიანი შემოდგომა“. ლიდერებმა პრეზენტაცია გააკეთეს თავიანთ ნამუშევრებზე.
გაკვეთილის ბოლოს კი შოპენის „შემოდგომის ვალსის“ მუსიკის ფონზე შემოდგომის ულამაზესი ფერებით დატკბნენ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ