ზედა საზანოს საჯარო სკოლა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
20-11-2019
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლაში სკოლის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს.
„100 წელი მომავალი თაობის აღზრდის სამსახურში
დიდი დღესასწაული იყო ზედა საზანოს საჯარო სკოლაში 2019 წლის 1 ნოემბერს. 100 წელი გავიდა სკოლის დაარსებიდან, ეს წლები შრომის, შემოქმედებითი წვის, დუხჭირ ცხოვრებასთან გამკლავების, ღირსეული ახალი თაობის აღზრდაში გატარებული წლებია.
საუკუნოვანმა სკოლამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, მის ბუდეში მრავალი სახელოვანი ახალგაზრდა აღიზარდა, რომელთაც სხვადასხვა სფეროში გამოიჩინეს თავი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლას საიუბილეო თარიღი მიულოცეს მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა: თერჯოლის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან შეყრილაძემ, მუნიციპალეტის მერის პირველმა მოადგილემ, მანუჩარ ფანჩულიძემ, ზედა საზანოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ჩუბინიძემ, სკოლის აღზრდილმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ.
იუბილეზე მამა დავითმა დამსწრე საზოგადოება დალოცა და სკოლა აკურთხა.
„საღამოზე მოწვეული იყვნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც არაერთი თაობა აღუზარდეს ჩვენს სამშობლოს. ღონისძიების საკმაო ნაწილი დაეთმო იმ საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოთქვეს და ღირსეულად დატოვეს სკოლის კედლები. მათი მისამართით ნათქვამ თითოეულ სიტყვაში დიდი სითბო და სიყვარული იკვეთებოდა.
ზედა საზანოს საჯარო სკოლა კვლავ შეუპოვრად იდგება მომავალი თაობების აღზრდის სამსახურში და ამ სკოლის კედლებში ისევ აღიზრდებიან ღირსეული მამულიშვილები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.