სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' დიდი ნაბიჯია ცოდნის მწვერვალისკენ'' - 2015-2016 წლის ''ეტალონის'' საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლე წლევანდელ ფინალისტებს რჩევებს აძლევს
01-06-2017
-
+


ნია შაქარიშვილი ქვედა კვირიკეს სკოლის მოსწავლეა. 2015-2016 წლებში ''ეტალონში'' საპრიზო, მე-2 ადგილზე გავიდა.  ახლოვდება ''ეტალონის'' ფინალი, ამიტომაც ვთხოვეთ, წლევანდელ მონაწილეებს რჩევები მისცეს - რა გაითვალისწინონ ინტელექ-ჩემპიონატის ფინალისტებმა, რაზე გაამახვილონ ყურადღება, როგორ მოემზადონ ამ საპასუხისმგებლო დღისთვის.

ნია შაქარიშვილი: ''ეტალონი'' ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური პროექტია, რადგანაც მოსწავლეებში ცოდნის დონისა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება... ''ეტალონი'' ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენასა და სწორად შეფასებაში ეხმარება. აძლევს სტიმულს, მეტი გაიგონ, ისწავლონ, გაიაზრონ... ხელშეწყობის გარეშე ნიჭი და ჭკუა ოდესღაც წახდება, დაიკარგება, ეს პროექტი კი ერთგვარი საშუალებაა იმისა, რომ ბავშვმა საკუთარ თავში აღმოაჩინოს ნიჭი და მისცეს გზა ფართო. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ფართო საზოგადოებას აჩვენებ შენს შესაძლებლობებს და თავადაც გემატება საკუთარი თავის რწმენა... ვიმედოვნებ, დიდხანს იარსებებს ''ეტალონი'', კიდევ ბევრ ადამიანში იმალება განსაკუთრებული ჭკუა-გონება და ''აღმოსაჩენი'' კიდევ ბევრია...    
 
- ნია, რა რჩევებს მისცემთ წლევანდელი ''ეტალონის'' ფინალისტებს?
 
- თითოეულმა მოსწავლემ, რომელიც ''ეტალონში'' მონაწილეობს, უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. მართალია, გამარჯვებული მხოლოდ ერთია, თუმცა დანარჩენებს ნამდვილად არ ეთქმით ''დამარცხებულნი''. ეს ერთი დიდი ნაბიჯია ცოდნის მწვერვალისკენ. რამდენიმე რჩევა შემიძლია მივცე ფინალისტებს: მიიღეთ საფუძვლიანი განათლება მრავალ სფეროში, შეჯიბრის დროს კი ერთად მოუყარეთ თავი ცოდნას და ეცადეთ, მალე გაიხსენოთ, რაც კი ოდესმე გსმენიათ, წაგიკითხავთ, გისწავლიათ... და კიდევ: მხოლოდ საკუთარი თავისთვის ნუ მიიღებთ ცოდნას, ეცადეთ გარშემომყოფთ მოჰფინოთ იგი: ''არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ხვიმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაითა ჰნათობდეს ყოველთა'' (იოანე საბანისძე).    
 
- რა გამოცდილება მიიღეთ ამ პროექტში მონაწილეობით?

- ''ეტალონში'' მონაწილეობით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. მივხვდი, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად არ კმარა მხოლოდ სწავლა-განათლება. მნიშვნელოვანია ის ხალხი, ვინც გვერდით გიდგას და გამხნევებს. ვისწავლე საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა. კარგი განათლების მიღების სტიმული მომეცა, რისთვისაც ძალებს არ ვიშურებ. ამ პროექტის საშუალებით გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი. ''ეტალონში'' მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება