მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სკრის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
კვირეულის მიმდინარეობისას, სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებსა და ხელოვნების, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად, ნაყოფიერად იშრომეს და შემაჯამებელი გამოფენა-პრეზენტაციაც მოაწყვეს, სადაც საინტერესო პლაკატები და ესეები წარმოადგინეს.
სკრის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული და მთავარ მიმართულებად ინკლუზიური განათლება აქვს არჩეული; ამ საკითხზე კი მოსწავლეებმა ერთიანი, ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირეს: „მხოლოდ თანადგომა და შემწყნარებლობა, საკუთარ უფლებებთან ერთად, სხვისი უფლებების პატივისცემა მოგვცემს საშუალებას, თავისუფლად და მშვიდობიანად ვიარსებოთ მრავალფეროვან სამყაროში“.
გამოფენა- პრეზენტაცია შეაჯამეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ასმათ კურტანიძემ და ,,ახალი სკოლის მოდელის" მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიდერობის ექსპერტმა, ქალბატონმა თამარ მაჭარაშვილმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს