TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მამა, რომელიც ავღანეთიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებებს - izrune.ge-ს გლობალური შესაძლებლობები
20-11-2019
-
+


შვიდი წლის ირაკლი ქაჯაია მეორე წელია izrune.ge-ს აქტიური წევრია. ირაკლი იმ მოსწავლეთა შორისაა, რომელთა მშობლებიც izrune.ge-ს ტესტირების თითოეულ დღეს შვილებთან ერთად მოუთმენლად ელოდებიან. თუმცა ირაკლის შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან მისი მამა შვილის წარმატებას ავღანეთიდან ადევნებს თვალს და ტესტირებისთვის მომზადებაშიც ინტერნეტით ეხმარება.

ირაკლი ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. მისი დედა, ირინა მიქელაძე, ამბობს რომ მიუხედავად იმისა ირაკლის მამა ავღანეთში სამხედრო სამსახურში იმყოფება, შვილის განვითარების პროცესში ორივე მშობელი აქტიურად არიან ჩართულები.

izrune.ge აქტიური ირაკლისა და მისი მშობლების გასაცნობად ირაკლის დედას, ესაუბრა. ირინა მიქელაძე​ ციხისძირის საჯარო სკოლაში მანდატურად მუშაობს.


- ჩემი შვილი izrune.ge-ში პირველი კლასიდან აქტიურადაა ჩართული. მახსოვს, პირველი ტესტი ნოემბრის თვეში გავიარეთ. პირველად ვერცხლის დიპლომი აიღო და მას შემდეგ სულ ოქროს დიპლომებს იღებს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ izrune.ge-ს არცერთი ტესტირების დღე არ გამოგვეპაროს. საიტზე ირაკლი მე შემყავს და შემდეგ ტესტებს დამოუკიდებლად ასრულებს. ტესტირების პროცესში პასუხებს მე არ ვეუბნები. არ მინდა დიპლომი ჩემი დახმარებით აიღოს. მჭირდება შევამოწმო რა იცის. რა შეცდომებსაც უშვებს, ვცდილობთ გამოვასწოროთ. კერძოდ, იმ საკითხებს ვუბრუნდებით და მათზე ერთად ვმუშაობთ.

- ტესტირებებისთვის რამდენად აქტიურად ემზადება?

- მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წიგნთან ახლოს ვიყოთ. გარდა სასკოლო მასალებისა დამატებით ლიტერატურასაც ვაკითხებ. საკითხავად საათები მაქვს გამოყოფილი და ირაკლის წარმატება, ალბათ, ამის შედეგიცაა. მაგალითად, დავალება მივეცი, რომ სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“-დან იგავ-არაკები წაეკითხა. ნახევარი უკვე წაკითხული აქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, კლასგარეშე ლიტერატურას სულ კითხულობდეს. შემეცნებითი საკითხები აინტერესებს და ცდილობს მისთვის საინტერესო კითხვებზე სწორ პასუხებამდე თვითონ მივიდეს.

- izrune.ge-ს საკითხავ მასალებს რამდენად აქტიურად მიყვებით?

- izrune.ge-ს მასალებს უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებთ, პირიქით, აქტიურად მივყვებით. ტესტირებით დაინტერესებული ვარ და ვიცი, კლასების მიხედვით მოსწავლეებმა როდის რა უნდა წაიკითხონ. საჭირო წიგნები თუ არ მაქვს, ვყიდულობ.



- როგორც ვიცით, თქვენი მეუღლე ირაკლის წარმატებებს ავღანეთიდან ადევნებს თვალს. რამდენად ახერხებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული შვილის ტესტირების პროცესში?

-ჩემმა მეუღლემ იცის, რომ izrune.ge-ში ვართ ჩართულები. თვითონაც შედის საიტზე და ირაკლის შედეგებს თვალყურს ადევნებს. ირაკლი სანამ ტესტებს გააკეთებს, ვაკვალიანებთ თუ როგორ და რა უნდა გააკეთოს. თუ რამე არ იცის, ვუხსნით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შვილის განათლებაზე ვიზრუნოთ.



- მამა-შვილი ტესტირების გავლას ერთად ახერხებენ?

- ჩემი მეუღლე კომპიუტერით რეკავს ხოლმე. ირაკლი შედის პორტალზე, ტესტებს კითხულობს, ჩემი მეუღლე კი ავღანეთიდან ადევნებს თვალს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ ტესტი გაუვლიათ და მე საერთოდ არც მცოდნია, როდის გააკეთეს.
ჩემი მეუღლეს ძალიან უნდა, რომ ჩვენი შვილი განათლებული იყოს. ჯერჯერობით ერთი შვილი გვყავს და ვცდილობთ ყურადღება მაქსიმალურად მივაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაშია, მაინც ცდილობს შვილის განათლებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ავღანეთიდან ინგლისურს ამეცადინებს. კომპიუტერის საშუალებით რეკავს და სიტყვებს ასწავლის. ეკითხება სკოლაში რას სწავლობს, რამდენად აქტიურია. მოკლედ, შვილის განათლების პროცესში ორივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვართ ჩართულები.



- თქვენს შვილს izrune.ge როგორ მოსწონს და თქვენ როგორ შეაფასებდით მას?

- მე და ჩემს შვილს ძალიან მოგვწონს. ირაკლის რომ ვუთხარი, ასეთი პროექტი არსებობს-მეთქი, მითხრა დედიკო დამარეგისტრირე ტესტების გაკეთება მინდაო. თვითონაც მახსენებს, დედიკო, დღეს ხუთშაბათია, დღეს კვირაა და ტესტი უნდა გავიაროთო. 

- თქვენი აზრით, რამდენად უწყობს ხელს izrune.ge მშობლების ჩართულობას შვილების საგანმანათლებლო ცხოვრებაში?

- ჩემი შვილის კლასიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მშობლები ხედავენ მე პორტალზე აქტიურად ვარ ჩართული და თვითონაც უჩნდებათ ინტერესი. არ დაგიმალავთ და რამდენიმე მშობელიც ავიყოლიე. მოვუწოდე შვილები დაერეგისტრირებინათ და ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ. ირაკლის რამდენიმე კლასელი სკოლის მენეჯერთან მე თვითონ მივიყვანე და დავარეგისტრირებინე. მშობლები მირეკავდნენ, მე კი ვუხსნიდი ტესტირება როგორ უნდა გაევლოთ.

izrune.ge ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი არსებობს. კარგია, რომ ამდენი განათლებული ბავშვი ჰყავს საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი ეყოლება.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება