სიახლეები
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა სეზონი ასტრიდ ლინდგრენისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიწყო
20-11-2019
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლაში ლიტერატურულმა კლუბმა - „ჯინსების თაობა“  სეზონი ასტრიდ ლინდგრენისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით ოქტომბერ-ნოემბრის თვე, ასტრიდის თვედ იქნა გამოცხადებული, მოსწავლეებს შეთავაზებული ჰქონდათ სხვადასხვა ნაწარმოებები, რომელიც შემდეგ უნდა გაეცოცხლებინათ დასკვნით ღონისძიებაზე.

„როცა ასტრიდ ლინდგრენის სამყაროს ეხები, გრძნობ რომ უნდა დაივიწყო რეალობა, ზურგი აქციო ყოველდღიურობას და შეუერთდე ბვშვების სუფთა სამყაროს. როცა დავგეგმე, რომ ასტრიდობა მომეწყო, დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა უფრო ახლოს, მძაფრად მიმეტანა შეგრძნება და განცდები, რომელიც მოაქვს ამ დიდებული ადამიანის შემოქმედებას. სცენარის მიხედვით, უნდა მომეწყო"იუნიბაკენი", გაგვეცოცხლებინა პეპი, ემილი, ოსკარი და რასმუსი, კარლსონი და ბიჭუნა, მადიკენი და ლისაბეტი და ცოტა ხნით დაუვიწყარი მოგზაურობა გამოსულიყო ასტრიდის სამყაროში.

ძალიან მინდოდა, რომ ამ ძვირფას დღეს მარტონი არ ვყოფილიყავით და დაგვემეგობრებინა რომელიმე სკოლის ლიტ.კლუბი, სურვილი წვირმის საჯარო სკოლამ გამოთქვა და ძალიან გაგვახარა სტუმრობით. "იუნიბაკენში" მოსულ სტუმრებს წინ მადიკენი და ლისაბეტი შეეგებნენ, გააცნეს მათ მიერ გამოგონილი თამაში "იოსები ჭაში", შემდეგ მათზე მეტი ინფორმაციის მისაღებად მინიშნებების რუკა გადასცეს და თითოეული გაჩერება მიუთითეს, სადაც მინიშნებებს იპოვიდნენ, ასე აღმოჩნდნენ მონაწილეები პეპის ვილა ყიყლიყოში, სადაც პეპიმ ბავშვებს "ბანქოს" თამაში ასწავლა და გამარჯვებულს ხელნკეთი პეპის თოჯინა გადასცა. შემდეგ გუნდი მეორე მინიშნების მოსაპოვებლად მაწანწალა რასმუსსა და ოსკრს ესტუმრა, იქ მათ სამაგიდო თამაშები დახვდათ, მოისმინეს ოსკარისა და რასმუსის ამბები და ერთმანეთს შეეჯიბრნენ სამგიდო თამაშში, ასევე დააგემოვნეს ოსკარის საყვარელი ბუტერბროტები, რა თქმა უნდა მინიშნებაც მოიპოვეს, შემდეგი გაჩერება ემილის სახელოსნო იყო, სადაც მათ ლიონებერგელი ემილი გაიცნეს, გაიგეს, როგორ ამზადებს ემილი ხის თოჯინებს და საჩუქრად თითო თოჯინაც მიიღეს, მომდევნო გაჩერება კარლსონის სახლი იყო, სადაც ისინი კარლსონს გაეცნენ და ფრეკენ ბოკის უგემრიელესი ფუნთუშები დააგემოვნეს, რომელშიც ჩამალული იყო წიგნები, რომელიც ამ თვეში უნდა წაიკითხონ მონაწილეებმა. ბოლოს ყველა შეგროვებულ მინიშნებას თავი მოუყარეს და გაიგეს თუ როგორი ონავრები ყოფილან ლისაბეტი და მადიკენი, ხოლო თავის მხრივ ამ შესანიშნავ გუნ დს"ლინუს-იდა"უგემრიელესი ტორტით გაუმასპინძლდა.
შესვენების შემდეგ, მონაწილეები გაეცნენ ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების გზას და მონაწილეებს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევთავაზეთ გუნდური შეჯიბრი kahoot.com ტესტის გამოყენებით. შეჯიბრი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. დასასრულს ორმა სკოლამ მოაწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს და აიღეს ვალდებულება წაიკითხონ ჩამოთვლილი წიგნები, რომელთა ერთობლივი განხილვა პერიოდულად დაიგეგმება.

თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული ლიტერატურული დღიურები, რომლებსაც ლიტერატურული კლუბის საქმიანობის ფარგლებში შეავსებენ. ასე დასრულდა მოგზაურობა "ფარის იუნიბაკენში", ერთი ლამაზი დღე ჩვენს ლიტერატურული კლუბში. ეს იყო დღე, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავდა, დღეს ყველა მონაწილედ ვგრძნობდით თავს და რაც ძალიან მიხარია,მშობლებიც ჩვენთან ერთად კითხულობდნენ და ემზადებოდნენ დღევანდელი დღისთვის.მაშ ასე, ლიტერატურული კლუბის სეზონი გახსნილია და კიდევ უამრვ საქმიანობას განვახორციელებთ", - აღნიშნავს ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი და ღონისძიების ავტორი ეკა წულუკიძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება