მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“- ამ სახელწოდებით ჩატარდა პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო ლიტერატურული საღამო ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლაში.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სახალხო არტისტებისგან მოისმინეს გალაკტიონისა და მერი ოკუჯავას სასიყვარულო წერილები, რომლებიც საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის.
საღამო ქრონოლოგიურად გვაცნობდა გალაკტიონისა და ოლიას თანაცხოვრებისა და დაშორების ყველაზე რთულ ხანას. მოსწავლეებმა თავადაც დიდი ემოციებით წაიკითხეს სწორედ ამ პერიოდში გალაკტიონის მიერ შექმნილი ლექსები, რომლებიც პოეტმა მეუღლეს მიუძღვნა. საღამოს დასასრულს კი გაჟღერდა გალაკტიონის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარე“ .
საღამოს ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე ლომსაძე.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა