სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
20-11-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის I, II, III ,I V კლასებში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

„მოსწავლეებმა გამოხატეს კრეატიული ნიჭი: ლექსებით, ინსცენირებით, სიმღერით, სახალისო შეჯიბრით და ცეკვით. ოთახი მრავალფეროვანი ხილითა და შემოდგომის ფოთლებით იყო გაფორმებული. საინტერესო იყო ღონისძიების დასაწყისი. მოსწავლეებს ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, უნდა გამოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ზეიმზე მოსწავლეებს ლამაზი ფორმები ეცვათ.

ზეიმის ინიციატორი ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი გულნაზი ასანიძე იყო.

ღონისძიებას მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა ბარაქიანი შემოდგომის აღსანიშნავად მოწვეულ სტუმრებს ხილი და ტკბილეული დაურიგეს და ამით მოწვეული სტუმრებისადმი ღრმა პატივისცემა გამოხატეს.

შემოდგომის ზეიმზე 10 წუთი დაეთმო ვიქტორინას, ინტერაქტიული გამოკითხვის და მოსწავლეთა ერუდიციის შემოწმების სახით.

„ყველაზე წამახალისებელი ეპიზოდი იყო ღონისძიების ბოლო ნაწილი, როცა მოსწავლეებმა მასწავლებლებს შესთავაზეს მათთან ეცეკვათ, სადაც იგრძნობოდა თანამშრომლობის, ნდობის ატმოსფერო“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება