მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის IVდ კლასის დამრიგებელმა- ნინო ჩარკვიანმა მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია და მოისმინეს ინფორმაცია ნამუშევრებისა და მხატვრების შესახებ.
„გასვლითი გაკვეთილი მაღალი ინტერაქციით ხასიათდებოდა. საკუთარი ორიგინალური ხედვით და დამოკიდებულებებით მოსწავლეებმა მრავალფეროვანი, საინტერესო ნამუშევრები წაიკითხეს. სცადეს, ამოეცნოთ დამალული საიდუმლო გზავნილები ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებში. შემდეგ წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელიც შესრულებული იყო გაკვეთილზე სხვადასხვა მასალით.
აქტივობა ემსახურებოდა არგუმენტირებულად მსჯელობის, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევებს გააქტიურება-გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, პრობლემების მრავალმხრივად დანახვას და გადაჭრის სხვადასხვა გზის პოვნას.
სახვითი ხელოვნების გალერეაში მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და უპასუხეს ერთმანეთს; ისაუბრეს ფერის მნიშვნელობაზე ნახატში; მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების ნიმუშების, საკუთარ და ამხანაგების ნამუშევრების განხილვის პროცესში. გამოიკვეთა საგანთშორისი კავშირი - სიმეტრიის ღერძი ნახატში (თემა მათემატიკიდან), პოეზია და პროზა (ქართული ენა და ლიტერატურა)...
დასასრულს იმსჯელეს მხატვრის პროფესიაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ ეს ადამიანები.
არაფორმალურ გარემოში ვიზიტი ემსახურებოდა მოსწავლეების, როგორც სრულფასოვანი ინდივიდის თანმიმდევრული ფორმირების ხელშეწყობას, მოტივაციის ზრდას თვითაქტუალიზაცია-თვითრეალიზებისკენ, ინტერესის გაღვივებას მხატვრული შემოქმედების მიმართ.
მადლობა ჩვენს ნიჭიერ, კომპეტენტურ პედაგოგს, ნინო ჩარკვიანს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა