სიახლეები
სკოლები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ
20-11-2019
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ნორჩ კინომოყვარულთა XII საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის ხელმძღვანელმა თიკო კიკნაძემ და ახალგაზრდებმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ორი“.  ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მის რეჟისორებს „NIKOLOZFILMS”-ის დიპლომები და საჩუქრები გადაეცა.

„თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნორჩ კინომოყვარულთა XII საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“ გაიხსნა, რომელსაც შეუცვლელად ხელმძღვანელობს თბილისის პიონერფილმის დირექტორი გრიგოლ ჩიგოგიძე.

ფესტივალი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დატვირთული იყო ფართომაშტაბიანი, მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობებით, როგორიცაა მასტერ-კლასები, შეხვედრა ქართველ მხატვრებთან, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ღონისძიებები, ექსკურსია ქალაქ მცხეთაში და ა.შ. 

ფესტივალის მიზანი იყო კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა. პროგრამა გულისხმობდა უცხოელი ბავშვებისთვის ქართული კულტურის გაცნობას, დამეგობრებას, კულტურის, სპორტისა და განათლების საკითხებში პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო სამეგობრო წრის გაფართოებას.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო 80-მდე მოკლემენტრაჟიანი ფილმი რომლებიც წარდგენილი იყო ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების მიერ. მიმდინარე წელს ფესტივალს სტუმრობდნენ: ბელგიის, გერმანიის, უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის და იაპონიის დელეგაციები. გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ მანჯავიძემ და საბა ებანოიძემ, რომლებიც ასევე გიმნაზიაში ეკო-კლუბის წევრები არიან, დიდი ინტერესი გამოხატეს ფესტივალში მონაწილეობის. მათ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელით.

ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის ხელმძღვანელმა თიკო კიკნაძემ და ახალგაზრდებმა ფილმის გადაღებაზე და დამუშავებაზე დიდი შრომა გასწიეს . მათ გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ორი“. ფილმი დოკუმენტური ჟანრისაა და ერთ-ერთ აქტუალურ სოციალურ პრობლემაზეა ორიენტირებული. იგი რეალობაში არსებულ პრობლემას წარმოადგენს. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ხარაგაულის ერთ-ერთი ცნობილი სოფლის ფარცხნალის სკოლის სახით გადმოეცათ ეს არსებული პრობლემა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ორი მე-2 და მე-3 კლასელი მოსწავლე სწავლობს.

ფილმმა ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ჟიურის წევრების ყურადღება მიიქცია. ნიკოლოზ ხომასურიძემ, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ფილმის რეჟისორებს „NIKOLOZFILMS”-ის დიპლომები და საჩუქრები გადასცა, ასევე დაჯილდოვდნენ პიონერფილმის დიპლომით და ამერიკაში მოღვაწე ჟურნალისტმა,ნანა ღონრაძემ ვიდეოკამერა გადასცა მათ.

კლუბის წევრებმა ფილმზე მუშაობის დროს ნათლად დაინახეს ის პრობლემა, რა პრობლემის წინაშეც დგას დღევანდელი სოფლის მოსახლეობა. როგორი კატასტროფული სიჩქარით იცლება დღეს-დღეობით სოფლები. ამ შესანიშნავი სოფლის სკოლაში ერთ დროს ასობით მოსწავლე სწავლობდა და ისინი წარმატებული ადამიანები ხდებოდნენ. დღევანდელ დღეს კი მხოლოდ ორი მოსწავლეღა სწავლობს. ფილმის რეჟისორებმა ნათლად დაანახეს ეს,არამარტო ქართულ საზოგადოებას არამედ უცხოელებსაც. ეს იყო ერთგვარი გზავნილი ჩვენი ახალგაზრდებიდან, რომელმაც მხარდაჭერა და დიდი ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მსგავსი პრობლემების წინ წამოწევაა საჭირო, რათა ყველასთვის ყურადღება მისაპყრობი იყოს და საზოგადოებამ ერთად იზრუნოს ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება