მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მელეს საჯარო სკოლაში, კარიერული წინსვლის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში უფასო საწრეო მუშაობა მიმდინარეობს.
წრის სახელწოდებაა „ჩვენ და კომპიუტერი“, სამიზნე ჯგუფები კი VI - VIII კლასები არიან.
წრეს ისტ-ის პედაგოგი ინგა ონიანი ხელმძღვანელობს. წრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათია და კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს ტარდება.
სულ დაგეგმილია 12 გაკვეთილის ჩატარება (1 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით).
„გაკვეთილების თემა:
წინარე ცოდნის შემოწმება.
სამომხმარებლო პროგრამების გაცნობა და შესწავლა.
ვორდის პროგრამა.
შეისწავლიან ფურცლის ზომების დაყენება, ზედა და ქვედა კოლონტიტულების დაყენებას,სქოლიოს ჩასმას, სარჩევის გაკეთებას, მისალოცი ბარათებისა და სერთიფიკატების ამობეჭდვას.
საპრეზენტაციო პროგრამა სლაიდი.
შეისწავლიან პრეზენტაციის გაკეთებას, ანიმაციისა და მულტიმედიის გამოყენებას.
ელექტრონული ცხრილები ელცხრილი.
შეისწავლიან ფორმულის დაწერას, დაანგარიშებას, დიაგრამების აგებას.
ინტერნეტი და უსაფრთხოება.
შეისწავლიან ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებს.
წრე წარმატებით მიმდინარეობს.
პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. ერთად შევიმუშავეთ ქცევის წესები და დავდეთ პირობა , რომ ყველა აღნიშნულ წესს შევასრულებდით.
ყველა მოსწავლემ თითო წესი საკუთარი ხელით დაწერა ფერადი მარკერით ფურცელზე.
შემდეგ ფურცლები გამოვაკარით კლასში თვალსაჩინო ადგილას“,-განაცხადა საწრეო მუშაობის ხელმძღვანელმა პედაგოგმა ინგა ონიანმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა