მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცთან ერთად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკოს“ დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად, მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო