სიახლეები
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლას „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფის წევრები ეწვივნენ
22-11-2019
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნახუნაოს საჯარო სკოლას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ია აფთარაშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნანუკი ალიბეგაშვილი და ნანიკა დაბრუნდაშვილი, ეწვივნენ.

სტუმრები I-IV კლასის მასწავლებელთა ჯგუფს შეხვდნენ და „ახალი სკოლის მოდელის შესახებ“ მათი მოსაზრებებით დაინტერესდნენ.

სკოლის ინფორმაციით, "მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ცოტა დაბნეულები შეხვდნენ ამ სიახლეს, მაგრამ ამჟამად უფრო აქტიურად არიან ჩართულნი და აქვთ თავიანთ საგნებთან დაკავშირებით მატრიცები, სამოქმედო, სადამრიგებლო გეგმები, რომლებსაც  კლასებში და მშობლებთან ურთიერთობაში გამოიყენებენ, რითიც თემში სკოლის ავტორიტეტი და სწავლის ხარისხი ამაღლდება".

ნახუნაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მუშაობენ და ახორციელებენ ორ პროექტს: „სწორი კომუნიკაცია და ჯანსაღი თანამშრომლობა არაფორმალური განათლებისათვის“ და „მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება“.

მასწავლებელმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მცირედ დახმარებაზეც, რომელსაც თავიანთი პროფესიული საქმიანობისთვის საჭიროებენ.

შეხვედრის ბოლოს მასწავლებლებმა და მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

პროექტში ჩართულნი იყვნენ, საბაზო საფეხურის-  მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება