მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში 22 - მასწავლებლიდან 2 წამყვანის და 13 უფროსის სტატუსის მქონეა.
წამყვანის სტატუსი ამ სასწავლო წელს ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს, ციალა ზარიძესა და ინგლისური ენის მასწავლებელს, ნინო მაცუკატოვს მიენიჭა.
გარედაკვირვებაზე 3 პედაგოგი: ნანა კარაპეტიანი (ქართული ენა და ლიტერატურა), მანანა ნათენაძე (ქართული ენა და ლიტერატურა) და ლეილი ავაქიანი (ინგლისური ენა) დარეგისტრირდა. მათ წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ყველა საჭირო კრედიტქულა აქვთ და მხოლოდ გარედაკვირვების გავლა დარჩათ;
უფროსის სტატუსი კი შემდეგ მასწავლებლებს აქვთ: ცირა კალაიჯიშვილს (დაწყებითი საფეხურის I კლასის მასწავლებელი), ნანა ზაზაძეს (დაწყებითი საფეხურის II კლასის მასწავლებელი), ცისანა შერგილაშვილს (დაწყებითი საფეხურის III კლასის მასწავლებელი), ირმა ჩინჩალაძეს (დაწყებითი საფეხურის IV კლასის მასწავლებელი), ნანა კარაპეტიანს (ქართული ენა და ლიტერატურა), მანანა ნათენაძეს (ქართული ენა და ლიტერატურა), თამარ ოძელაშვილს (ქართული ენა და ლიტერატურა), ნონა ჭილაძეს (რუსული ენა), ლეილი ავაქიანს (ინგლისური ენა), მარინა თაქთაქიძეს (მათემატიკა), მარინა მიქელაძეს (ისტორია), ჟანა ხაჩატურიანს (სამოქალაქო განათლება), ლეილა თელიაშვილს (მუსიკა).
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ელიან დეკემბრამდე და ამისთვის საჭირო კრედიტქულები აქვთ: გალაქტიონ გავრელიშვილს (გეოგრაფია), ბადრი ხოზრევანიძეს (სამოქალაქო განათლება), ნინო სუდაძეს (ისტის პედაგოგი).
მაძიებლის სტატუსი აქვს მათემატიკის მასწავლებელს მაია დარბაიძეს, რომელსაც მათემატიკის გამოცდა (I-VI კლ) 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული.
ამას გარდა, N3 საჯარო სკოლას ჰყავს პედაგოგები, რომლებიც რამდენიმე საგანში (ან სწავლების საფეხურის მიხედვით) არიან სერტიფიცირებულები და მოპოვებული აქვთ 10 კრედიტქულა.
ეს მასწავლებლები არიან: მარინა თაქთაქიძე (10 კრედიტზე ჩაბარებული აქვს მათემატიკა I-VI კლ, მათემატიკა VII-XIIკლ.), ნანა კარაპეტიანი (10 კრედიტზე ჩაბარებული აქვს ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლ, ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლ და ქართული როგორც მეორე ენა), მანანა ნათენაძე (10 კრედიტზე ჩაბარებული აქვს ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლ, ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლ და ქართული როგორც მეორე ენა), ცისანა შერგილაშვილი (10 კრედიტზე ჩაბარებული აქვს ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება I-IVკლ, ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლ, ქართული როგორც მეორე ენა, ფრანგული ენა და ლიტერატურა I-XII კლ).
ცისანა შერგილაშვილს ასევე აქვს გავლილი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა უკვე დიდი ხანია სერტიფიცირებულია.
„ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ერთადერთ ქართულ სკოლას ქალაქ ახალქალაქში ასეთი წარმატებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პროფესიულ წინსვლაზე“, - აცხადებს ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...