სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლამ სასწავლო წელი სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მოპოვებული წარმატებით დაიწყო
22-11-2019
-
+


სასწავლო წელი ქუთაისის N40 საჯარო სკოლამ გამარჯვებით დაიწყო. 5-6 ოქტომბერს ხელვაჩაურის სპორტის სასახლეში გაიმართა ზონალური პირველობა მხიარულ სტარტებში, სადაც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გამარჯვებული საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

„ნახევარფინალში იმერეთის ჩემპიონი, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი შეხვდა გურიის რეგიონის ჩემპიონ, ჩოხატაურის N2 საჯარო სკოლის გუნდს. თამაში, რომელიც მეტად დაძაბულად დაიწყო, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა მაქსიმალური ძალისხმევის საფუძველზე შეძლეს დარჩენილი თამაშების ეშეცდომოდ წარმართვა და 22 ქულიანი სხვაობით გამარჯვების მიღწევა.

ფინალი მასპინძელ გუნდთან მოგვიწია. აქაც ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და ბათუმის N18 საჯარო სკოლის გუნდი დამარცხდა 10 ქულიანი უპირატესობით.  დასავლეთ საქართველოს ჩემპიონს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ აჭარის მედლები და თასი.

გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ აბუთიძე , ნინი ფერცულიანი, გიორგი ტყეშელაშვილი, მალხაზ ლორია, ნინი გოგოლაძე , ანანო ორმოცაძე, ლუკა სარალიძე, გიორგი ბენდელიანი, სანდრა გაბუნია, მარიამ გოგოლაძე , ლევან ქათამაძე, თორნიკე ქაშაკაშვილი. მშობლები- ნათია გოდერიძე და ზურა კაპანაძე.

აღნიშნული წარმტება სკოლის დირექტორ ლია კუხიანიძის აქტიური მხარდაჭერისა და პედაგოგების გულნარა ბზიკაძისა და ბესიკ ჯანელიძის დაუღალავი მუშაობის შედეგია“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება