მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გალაკტიონის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა პოეზიის მეფე გაიხსენეს და მისი ლექსები წარმოთქვეს.
„გადავწყვიტეთ, დიდ წინაპართა ნაკვალევს დავდგომოდით. მინდოდა, მათაც ჰყოლოდათ თავიანთი გალაკტიონი, ზიარებოდნენ პოეზიის მადლს, შეეგრძნოთ ძალა ლექსისა. ექსკურსიის დღედ გალაკტიონის დაბადების დღე შევარჩიეთ.
ზღვა ემოცია და საოცარი შთაბეჭდილებები. მცირე პოეზიის საღამოც გავმართეთ. დიდი გალაკტიონის ეზოში უსაზღვრო მონდომებით კითხულობდნენ პატარები პოეტთა მეფის ლექსებს.
შემდეგი გაჩერება იყო დიდი ჯიხაიში, სახელოვანი სამოციანელის, დიდი მოაზროვნის, პუბლიცისტის, ლიტერატორის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, თბილი გარემო და თბილი მასპინძლები... გაკვირვებული სახეები... „ეს ვინ გვყოლია მასწავლებელო!" - ამბობდნენ პატარების თვალები“,- აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ამავე კლასის დამრიგებელი ნანა გორდეზიანი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც