9 შეცდომა, რასაც სკოლაში გვასწავლიან - „შენ რა, მასწავლებელზე უკეთ იცი“?...
სკოლაში მხოლოდ ორუცნობიანი განტოლების ამოხსნას, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას, კონკრეტული ავტორის ნაწარმოებს ან თერმოდინამიკის კანონებს არ გვასწავლიან. დაფიქრებულხართ, რომ შეიძლება სკოლამაც გამოგვიმუშაოს არასწორი უნარები? - აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის არარეალური. ხშირად სწორედ სასკოლო სივრცეში ვიძენთ იმ ჩვევებსა და სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რაც სამომავლოდ ჩვენს ხედვას განსაზღვრავს.გაგაცნობთ 9 შეცდომას, რომლებსაც სკოლაში გვასწავლიან და სულაც არ არის კარგი ჩვენი წარმატებისთვის:
მთავარი შეფასებააპირველი კლასიდან გვასწავლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქულებია. მოსწავლეებიც ხშირად იყოფიან „ოროსნებად“ და „ათოსნებად“. საბოლოოდ, ისინი შეფასებებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე კონკრეტული საგნის შესწავლას.
უფროსებმა უკეთ იციანჩვენს საზოგადოებაში მასწავლებლის ფიგურა, ფაქტობრივად, საკრალურია. ის, ვინც მასწავლებელს შეეკამათება, აუცილებლად მოისმენს ფრაზას: „შენ რა, მასწავლებელზე უკეთ იცი“? ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია და ხანდახან ისიც ცდება.
მთავარი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაახშირად მოსწავლეებს არავინ ასწავლის, როგორ ჩაუღრმავდეს თემას, როგორ გაავლოს პარალელები უკვე ნასწავლ ან მომავალში სასწავლ მასალასთან, მთავარი, რაზეც ისინი კონცენტრირდებიან, ის გამოცდებია, რომელთა ჩაბარებაც მათ უწევთ ხოლმე.
მთავარი სწორი პასუხიაქართულ სკოლებში ხშირად არავის აინტერესებს, როგორ მივიდა მოსწავლე არასწორ პასუხამდე. გაქვს სწორი პასუხი? - მაშინ ყოჩაღ. არა? - ორიანი! თუმცა ხშირად არასწორ პასუხებს საკმაოდ საინტერესო მიზეზები აქვს და თუკი მასწავლებელი მოსწავლეს თავის შეცდომას სათანადოდ აუხსნის, შესაძლოა, ის უფრო სასარგებლოც აღმოჩნდეს.
წარმატებისკენ მხოლოდ ერთი გზა მიდისჩვენ გვასწავლიან, რომ გზა წარმატებისკენ, სკოლაში კარგად სწავლაზე, უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებასა და სპეციალობით დასაქმებაზე გადის. თუმცა ყველა ადამიანი წარმატებას სხვადასხვა გზით, თავისი უნარებითა და უნიკალური გამოცდილებით აღწევს, რომელიც ხშირად სულაც არ უკავშირდება წარმატებულ აკადემიურ მოსწრებას.
წესებს უნდა მისდიოზოგჯერ, როცა მოსწავლე ამოცანას სწორად ხსნის ან მას რაიმე შეკითხვაზე სწორი პასუხი აქვს, ის მაინც არ იმსახურებს მაქსიმალურ შეფასებას, რადგან ის სწორ პასუხამდე უკვე არსებული ზოგადი წესით არ მისულა. არავის აინტერესებს, რომ წესებიდან გადახვევა და დამოუკიდებელი აზროვნება, უფრო ეფექტური შეიძლება იყოს.
უნდა იყო დამჯერი მოსწავლეყველა მასწავლებელს, ჩვეულებრივ, ყველაზე წყნარი მოსწავლეები უყვარს, ისინი, ვინც არასდროს ხმაურობენ და თავქუდმოგლეჯილი არ გარბიან შესვენებებზე, ვინც არასდროს აცდენენ გაკვეთილებს და ყოველთვის იციან სწორი პასუხები. თუმცა ხშირად წარმატებას სწორედ ყველაზე ცელქი და თამამი მოსწავლეები აღწევენ, ისინი, ვისაც თავიანთი აზრის გამოხატვის არასდროს ერიდებათ.
სწავლა მძიმე შრომააბევრი მოსწავლე მიიჩნევს, რომ სწავლა მძიმე შრომა და ერთი სული აქვს, როდის დაასრულებს სკოლას. ბევრი მასწავლებელი არც ცდილობს, რომ მოსწავლეს თავისი საგანი მარტივად წარმოუჩინოს და ისე დააინტერესოს. ამის ნაცვლად ყოველთვის ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ის, რასაც ისინი გვასწავლიან „ზღვა მასალაა“.
საკმარისია ერთი წყაროხშირად სკოლას ისე ვამთავრებთ, რომ ამა თუ იმ საკითხზე მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მოსაზრებები ვიცით, ერთი წესი ან ის, რა თქვა ერთმა კონკრეტულმა ავტორმა. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ამ საკითხზე არაერთი განსხვავებული აზრი არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ის, რასაც ჩვენ ვასწავლით, არა ფაქტი, არამედ მოსაზრებაა.